10 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს  TBC ბანკს - ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო ასოციაცია, ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნას ეხმაურება. 

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ TBC ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი საბანკო ინსტიტუტია შესაბამისად, მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. მათივე თქმით, საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს ყველა ბანკს და მათ შორის TBC ბანკს.    

„მნიშვნელოვანია რომ სრულად იყოს და გამჭვირვალედ წარიმართოს შემდეგ პროცესი და არ იყოს საშუალება, რომ გადაჭარბებული მოლოდინები წარმოიშვას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით,“-აცხადებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა და ბანკს 2 თვიანი ვადა მისცა.

მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე ამბობს,რომ რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში "თიბისი ჯგუფში" საგანგებო თათბირი იწყება, სადაც ბანკის მფლობელებმა სამოქმედო გეგმა უნდა დასახონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები