18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ახალციხეში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა ამ წუთებში დაიწყო

ახალციხეში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვება. შეხვედრას ასევე უმრავლესობის წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იღებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება. 

დღის ამბები