15 სექტემბერი 2026,   12:15
ვრცლად
მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო

"ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა", - ამის შესახებ მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ის კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარადგინა.

მაია ბითაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა, მინისტრის რანგში, წარმატებული იქნება.

"ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც მე მაკისრია, როგორც გუნდის, ასევე, თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილია - სწორედ ის ენაა, რითაც უნდა ვესაუბროთ მთელს მსოფლიოს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელს გუნდს და ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც, წლებია, ვემსახურები ჩვენ ქვეყანას. ძალიან კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ჩვენის საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მე გუნდამა დამაკისრა.

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და ძალიან დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო", - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები