დღეიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალურ პორტფოლიოებს შესწავლა იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ დეტალურად შეისწავლის მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაციას.
დეპუტატების შეფასებით ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა, თუმცა, იყო გარკვეული ხარვეზებიც. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს კანდიდატები კლანის მფარველობით მოხვდნენ სიაში. პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენას საჯაროდ მომვალი კვირიდან იწყებს.