15 სექტემბერი 2026,   22:21
ვრცლად
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - რა ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე

მოღალატეების მხილება, ამჯერად "ნაციონალების" მიერ ღალატში უკვე საჯაროდ დადანაშაულებულმა გვარამიამ მოითხოვა. თავად სააკაშვილის პოლიტიკურ ძარცვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და თქვა, რომ ახლა უკვე მსჯავრდებულის აღსარების დროა. ვინ გატეხა "ნაციონალების" ციხე შიგნიდან?

ვიდრე რუსთავის ციხის პატიმარი კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, მისი პარტიის ყოფილი იდეოლოგი ურჩევს, საკუთარი გუნდი გააკონტროლოს და შეეგუოს ძველი "ნაციონალების" შეცვლილ პოლიტიკურ გემოვნებას.

სიტყვებიც უცვლელია და ტონალობაც - სააკაშვილის ბანაკში დარჩენილებისთვის გვარამია იყო და რჩება პრინციპების მოღალატედ. ყოფილ თანაგუნდელად, რომელმაც საკუთარი პარტიის დაზიანებას ხელი წლების წინ, მილიონების სანაცვლოდ მოაწერა, ნიკა გილაურთან კონსპირაციული გარიგების შესაბამისად.

გამიჯნული ყოფილი პროკურორი დღესაც არ მოერიდა ეთქვა, რომ იაგო ხვიჩიას პარტია "ნაციონალებთან" გარიგებულია. ეს კი გვარამიას ბრალდების ბოლო ადრესატისთვის ლიდერის ძარცვაში მხილებულის ბოლო პოლიტიკურ კრუნჩხვას დაემსგავსა.

სწორედ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ ოპოზიციის მთავარ პრობლემად სახელისუფლებო გუნდში. რუსთავის ციხის პატიმარს, რომელიც ყოფილი "ნაციონალების" მსგავსად ახლაც ე.წ. შავი ფულისთვის და აბსტრაქტული გავლენებისთვის იბრძვის. ბრძოლა კი უმრავლესობის აზრით, დაშლილ და უკვე არარსებულ ოპოზიციურ ფრაგმენტებს საბოლოო განადგურებამდე მალე მიიყვანს.

გაყიდულ "ნაციონალებზე" თავად მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაში. რუსთავის ციხის პატიმარმა თქვა, რომ ციხე წლების წინ შიგნიდან, თავად გუნდის წევრებმა გატეხეს. ვინ? ჯერ არ ამბობს, თუმცა ყველა გზა ისევ კონსპირაციულ გარიგებამდე მიჰყავს.

დღის ამბები