პრეზიდენტის სადავო შეწყალებების საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის ცოლი, რომლის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, პროკურატურაში გამოკითხვაზე 25 სექტემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.
პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ თამაზ ქოიავა და გიორგი ოთხმეზური, რომელთა შვილების მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე, ასევე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა რიცხვშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც იყვნენ.