27 დეკემბერი 2024,   15:43
ვრცლად
პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა ანგი ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 34 პატიმრის საქმეზე, 12 საათზე იყო დაბარებული.

ანგი ხუციშვილმა სკანდალური შეწყალების საქმეზე დასმულ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები