18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
გორის ციხესიმაგრეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კაცი დაშავდა

გორის ციხესიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას ელექტრიკოსი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაშავდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ახალგაზრდა კაცი სიმაღლეზე გარე  განათების სისტემას ამონტაჟებდა, ჩამოვარდის შედეგად მან დაზიანებები თავისა და ყბის არეში მიიღო. ელექტრიკოსი გორის ციხესიმაგრის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში თანამშრომლებმა გადაიყვანეს.  ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები