კლიმატის აქტივისტებმა ლუვრის მუზეუმთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციაზე სახელწოდებით - "ბინძური ხელები", დემონსტრანტებმა გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს და მუზეუმი ნავთობ-კომპანია ,"ტოტალთან" თანამშრომლობისთვის გააკრიტიკეს.
კლიმატის აქტივისტებმა, ზეთიანი ხელებით შუშის პირამიდაზე ანაბეჭდები დატოვეს.