24 სექტემბერი 2026,   10:00
ვრცლად
"ნავთობი უკრაინის სამიზნე არ არის, არც ბენზინი ან დიზელი, ჩვენი სამიზნე რუსეთის უნარის შეზღუდვაა, დააფინანსოს ომი, გაახანგრძლივოს და კიდევ უფრო დამანგრეველი გახადოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"თავად ნავთობი უკრაინის სამიზნე არ არის, არც ბენზინი ან დიზელი, არც უშუალოდ ქარხნები ან პორტები. ჩვენი სამიზნე რუსეთის უნარის შეზღუდვაა, დააფინანსოს ეს ომი, გაახანგრძლივოს იგი და კიდევ უფრო სასტიკი და დამანგრეველი გახადოს. თუ პუტინის შეჩერება გვინდა, უნდა შევაჩეროთ რუსეთის ფინანსური რესურსები და წარმოება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვს.

"ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და იარაღი სწორედ ამისთვის მუშაობენ. უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება და მადლიერი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და უკრაინას ეხმარება. სანქციებს, მხარდაჭერის პაკეტებსა და იარაღის ერთობლივ წარმოებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. როდესაც ვინმე რუსეთს ვაჭრობის გზით მეტ ფულს აძლევს, ამით ომს მეტ დროს აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და თავადაც ვცდილობთ რუსეთის შემოსავლების შემცირებას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები