20 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება

ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება. გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ტენდერი ორჯერ ჩატარდა და ორჯერვე ერთმა და იმავე კომპანიამ გაიმარჯვა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქაღალდზე სამუშაო შესრულდა, მაგრამ ადგილზე რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. გადათხრილი და დაზიანებულია ასფალტის საფარი, მოსახლეობა კი ისევ გზის გარეშეა დარჩენილი.

ცნობილია აუდიტის სამსახურის დასკვნაც - შესრულებული სამუშაო მოთხოვნებს არ შეესაბამება. მაკონტროლებელმა ორგანომ ასევე დაადგინა, რომ არ ჩანს, სად წავიდა ასი ათასობით ლარი.

ოპოზიცია კორუფციულ დანაშაულზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა.

 

დღის ამბები