ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოდფებიან.
"კურიერის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" და "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.