რამდენად კანონიერად უთხრა უარი ბათუმის მერიამ მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობაზე - ამ საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ში, რომელიც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს, აცხადებენ, რომ მერიის არაერთი განცხადების მიუხედავად, მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის შესახებ, დღემდე მათი მხრიდან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, მუსლიმი თემის ჯგუფს, ბათუმის მერიამ მათ მიერ შეძენილ ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. თემი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია.