18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
"უკანონო და დისკრიმინაციული" - ბათუმის მერია მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ბათუმის მერია მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძემ ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საქმის რა ნაწილში ჩანს უკანონობა და დისკრიმინაცია მერიის მხრიდან. კომახიძის თქმით, ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილების დოკუმენტის შესწავლას და შემდეგომში გაასაჩივრებას აპირებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი ამ გადაწყვეტილების, თუ რატომ იქნა დისკრიმინაციულად ცნობილი ეს ფაქტი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ დისკრიმინაციის ნაწილში გავასაჩივრებთ, დანარჩენ ნაწილზე კი, ვიმსჯელებთ. მნიშვნელოვანია საბოლოოდ სასამართლო როგორ დასრულდება" - განაცხადა ბათუმის მერმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, დღეს, გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს, უკანონოდ და დისკრიმინციულად სცნო. 

დღის ამბები