16 სექტემბერი 2026,   01:07
ვრცლად
ბათუმში მიკროავტუბუსის მძღოლებმა აქცია გამართეს

ბათუმში მიკროავტობუსების მძოლები, რომლებიც ფიროსმანის ქუჩით მოძრაობენ, აქციას მართავენ. ისინი სამარშრუტო ხაზზე ნომრის დამატებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მიკროავტობუსების გაზრდილი რაოდენობაც მათ შემოსავალზე აისახება.

"ფიროსმანის ქუჩაზე ოთხი ხაზი დავდიოდით და მეხუთე დაგვიმატეს. სანამ ისინი არ გადავლენ სხვა ქუჩაზე, არ ვიმუშავებთ. ისეც მუშაობა არ არის, საწვავი გაძვირდა, მანქანის შენახვა ხარჯია და ხაზის დამატება ჩვენს ჯიბეზე და შემოსავალზე ცუდად აისახება,"- განაცხადა ირაკლი ხიმშიაშვილმა.


როგორც მერიაში განაცხადეს, ხაზის დამატება მძღოლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი კონკურსშიც მონაწილეობდნენ.

"2019 წლის ივნისის თვეში საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით დამტკიცდა სამარშრუტო ხაზები, ცვლილება შეეხო 29 ნომერსაც. გამოცხადდა კონკურსი. ხაზებში ცვლილებაზე ყველა იყო ინფორმირებული და უმაყოფილება არ ყოფილა გამოთქმული. ხაზების დამტკიცების შემდეგ კონკურში ამ მძღოლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დღეს კი კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვიდა სამუშაოდ და რატომღაც გააპროტესტეს. მოხდება დალაპარაკება, დავაკვირდებით და თუ ცვლილების შეტანა გახდა საჭირო, საკრებულოზე გავა, თუ არადა დარჩება უცვლელი. 29 ნომრის ფიროსმანზე გადმოტანა თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს ქალაქის ცენტრთან და იუსტიციის სახლთან აკავშირებს,"- განაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო - სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა ნუგზარ ქავჟარაძემ.

დღის ამბები