27 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
სასამართლომ ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.  ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით ზვიად კუპრავა მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილს მის მიმართ კერძო ინტერესები აქვს.

ზვიად კუპრავა ამჟამად პატიმრობაშია, ის მიმდინარე წლის თებერვალში გირაოს პირობების დარღვევის გამო დააკავეს და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.  კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, ადვოკატთან მომხდარი ინციდენტი კი სასამართლომ  პირობების დარღვევად ჩაუთვალა და გირაო პატიმრობით შეუცვალა.

დღის ამბები