06 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩაზე მანქანიდან ჩამოაგდეს

სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შარტავას ქუჩაზე ვერცხლისფერი ლექსუსიდან ჩამოაგდეს. ამ დროისთვის, მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. "კურიერის" ინფორმაციით, თავდაპირველად შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.ვ. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.​ შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე  236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები