18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ჟენევაში მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მიმდინარეობს

ჟენევაში მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრაზე ქართული მხარე, გახშირებულ გატაცებებზე, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებსა და ბორდერიზაციის საკითხზე საუბრობს.

ქართული დელეგაცია დღის წესრიგში ჩორჩანასა და გუგუთიანთკარში მომხდარ ფაქტებზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"რა შედეგები იქნება წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ახალი ხელმძღვანელი ალბათ ახალ დინამიკას შემოიტანს, დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხები დგას, რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შეიძლება არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც გრძელვადიანად, ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები