18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იწყება - მელია სასამართლოში "შმაქსით" მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იწყება.
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა ედება ბრალად.

"ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და მე არც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვსულვარ, მე მოვედი უბრალოდ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის კერძო უწყებაში, სადაც მუშაობენ მის მიერ დაქირავებული ადამიანები. უკვე არა მხოლოდ მურუსიძე, ჩინჩალაძე და ა.შ. საზოგადოება უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ადევნებს რა კონტიგენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებად, რომელსაც ახლა უპირებს უვადოდ დანიშვნას. ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, რომ არაფრის შუაში არ ვართ და ეს ბრალეულობა არის უბრალოდ მოგონილი და ა.შ. არის უადგილო და სასაცილოც. მე დარწმუნებული ვარ შემდეგში, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. დამარცხდება, ვინაიდან, იგი დევნის ყველას ვინც არის მის ოპოზიციაში, იგი დევნის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ ნებისმიერ იქნება ეს მედიის წარმომადგენელები, თუ ბიზნესმენები“ - გაცხადა სასამართლოს დაწყების წინ ნიკა მელიამ/

ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და სახლს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ ტოვებს. სხდომაზე ადვოკატი ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის შუამდგომლობასაც დააყენებს.

დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართოში მისი თანაგუნდელებიც იმყოფებიან. 

დღის ამბები