22 სექტემბერი 2026,   11:13
ვრცლად
თორნიკე შენგელიას "სასკი ბასკონია" სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა

საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "სასკი ბასკონია" სტამბოლში ტურნირის ჩემპიონს, "ფენერბაჰჩეს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულით 80:87 დამარცხდა.

შეუძლებელი გახდა პარკეტზე თურქული კლუბის ფრანგი გამთამაშებლის, ნანდო დე კოლოს შეჩერება, რომელმაც ბასკებთან ყველაზე მეტი 39 ქულა დააგროვა. სტუმართა რიგებიდან კი ქართველი კაპიტანი გამოირჩეოდა 18 ქულით. გარდა ამისა შენგელიამ კალათიდან ასხლეტილი ბურთი 4-ჯერ მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი და ერთხელაც დააფარა მეტოქეს, ეს ყველაფერი მან 24 წუთში მოახერხა. ქართველი ლეგიონერის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 შეადგინა.

"ბასკონიას" 3 თამაშის შემდეგ 1 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა, მომდევნო ტურში ვიტორიელები პირეუსის "ოლიმპიაკოსთან" გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. გუშინვე მოსკოვის "არმიელებმა" 99-86 "ჰიმკის" სძლიეს, კაუნასის "ჟალგირისმა" კი 86-73 მადრიდის "რეალს" მოუგო, ხოლო მიუნხენის "ბაიერნისა" და "ვილერბანი ლიონის" დაპირისპირება 104-63 დასრულდა. ოვერ-ტაიმი დაინიშნა თელავივის "მაკაბისა" და ბელგრადის "ცვენა ზვეზდას" შეხვედრაში, ებრაელებმა 84-69 გაიმარჯვეს, ათენის "პანათინაიკოსმა" კი 78-79 წააგო მილანის "ემპორიო არმანისთან".

დღის ამბები