22 სექტემბერი 2026,   14:10
ვრცლად
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაცგანიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
 
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა და სადაც მას ჰქონდა საშუალება, სიტყვით მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის.
 
"პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი და შესაბამისად, გამოითქვა სურვილი, მაქსიმალურად იქნას ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყო სიტყვით და მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის და ესაუბრა მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

დღის ამბები