მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.
სკანდალურ გზავნილს ექსპერტიზა ლონდონში ჩაუტარდა. შეგახსენებთ, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის შუამავლის მეშვეობით მუქარის შემცველი წერილის გაგზავნაში ადანაშაულებს.
საკითხზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება ამ ეტაპზე ვერ შეძლებს მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას.