18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ყოფილი კოლეგის ბრალდებებზე პროკურორები "კურიერის" კამერებს გაექცნენ

ყოფილი კოლეგის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე პროკურორებმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და "კურიერის" ჟურნალისტის კითხვებსა და კამერას გაექცნენ. სალომე ადეიშვილის ბრალდებაზე ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას არც ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება სალომე ადეიშვილის მამხილებელ ფეისბუქ-პოსტზე, რომელმაც საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნები არაერთ დანაშაულში ამხილა. სალომე ადეიშვილმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში პროკურატურაში თანამდებობის დატოვებაზე დაწერა და სხვა მიზეზთა შორის უწყებაში არსებული კორუფცია, ნეპოტიზმის ფაქტები და გენდერული ნიშნით დევნა დაასახელა.

დღის ამბები