18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
კაჭრეთში პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას განიხილავენ

მეორე დღეა კახეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას განიხილავენ. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავჯდომარე ხელმძღვანელობს. კაჭრეთში მიმდინარე გასვლით სხდომაზე არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციასთან ერთად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

დისკუსია ძირითადად ეუთოს რეკომენდაციებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასა და საარჩევნო დავებზე გაიმართება. მონაწილეები, ასევე მოითხოვენ აგიტაციაში მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების სიის შეზღუდვას.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ინიციატივა, რომელიც დადგება ჩვენი შეხვედრების დროს დღის წესრიგში მონაწილეების მხრიდან. მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს საქართველოში,"- ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები