პროტესტი სუფსაში. სამტრედია-გრიგილეთის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი დამკვეთი კომპანიისაგან ხელფასების მომატებას ითხოვენ. მუშების თქმით, ანაზღაურება რთულ სამუშაოს არ შეესაბამება და არც მათი უსაფრთხოების ნორმებია შესაბამისად დაცული.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამუშაოს შეწყვეტით იმუქრებიან.