20 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
ძლიერი წვიმა და სეტყვა ბათუმში - უხვი ნალექის გამო ქალაქის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი სეტყვა და წვიმა აჭარაში - ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც ქალაქში ავტომობილებით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. როგორც "კურიერს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, სახლების დატბორვის შესახებ მოსახლეობის შეტყობინებები უწყებაში ამ დრომდე არ შესულა.

უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებში "ბათუმის წყალის" სამსახურის შესაბამისი ჯგუფები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. 

დღის ამბები