"ქართული ანბანი: მეხსიერებას, ხელოვნებასა და მომავალს შორის" - 22-25 სექტემბერს, Rome Future Week-ის ფარგლებში, იტალიაში, ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის, გიორგი სისაურის გამოფენა გაიმართება.
"გიორგი სისაურის შემოქმედება ქართული ანბანის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას თანამედროვე ხელოვნების საშუალებით წარმოგვიდგენს.
დამთვალიერებლებისთვის გამოფენის მონახულება შესაძლებელი იქნება 22-25 სექტემბერს, 09:00-დან 19:30 საათამდე, Casa Museo Boncompagni Ludovisi-ში (Via Boncompagni 18, Roma)", - აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, Casa Museo Boncompagni Ludovisi-ში გაიხსნება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე