19 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
ბექა კვიციანს ბრალს დღის ბოლომდე წარუდგენენ - მოკლულის მამას კვიციანის ბრალეულობის არ სჯერა

ნოდარ ცხადაძის მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ,  ფულის გამოძალვა გახდა.

ამის შესახებ "კურიერს" გარდაცვლილის ნათესავებმა განუცხადეს. მათი თქმით, ემზარ კვიციანმა გააკეთა განცხადება, რომ არადეკვატურ მდგომარეობაში თვითონ ჩააბარა თავისი ძმისშვილი, რომელსაც თურმე არ ახსოვს, რა მოხდა იმ ღამით.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეჭვმიტანილი კვიციანს არ ჩაუბარებია. გამომძიებელი დაგვიკავშირდა და გვითრა, რომ პოლიციამ აიყვანა საღ და ფხიზელ მდგომარეობაში. როგორც ჩანს, რაღაც ხელის დაფარების ამბავია,"-ამბობს გარდაცლილის ნოდარ ცხადაძის ნათესავი, თამარ გივიაშვილი.  

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს მოკლულის მამას. ზურაბ ცხადაძე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას არც ბექა კვიციანის ბრალეულობის სჯერა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ემზარ კვიციანის ძმისშვილს, რომელიც თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის გამო დააკავეს, ბრალის დადგენილებას ოფიციალურად დღის ბოლომდე გააცნობენ.

ბექა კვიციანს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ის უკვე რამდენიმე დღეა იძებნება. ნოდარ ცხადაძეს 14 ნატყვიარი ჰქონდა. მისი მეგობრისა და ბავშვის ნათლიის ბექა კვიციანის მიმართ ეჭვები თავდაპირველადვე არსებობდა. კვიციანი წარსულში ნასამართლევია.

 

დღის ამბები