18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
აშშ-ის საელჩო ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დატყვევებული ქართველი ექიმი

ამერიკის საელჩო ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გარინდაშვილი. განცხადება რამდენიმე წუთის წინ, საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.

დიპლომატიური უწყება ითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება,"- წერია განცხადებაში.

დღის ამბები