16 სექტემბერი 2026,   08:10
ვრცლად
სენაკში "ქართული ოცნების" ოფისს ბოქლომი დაადეს

 სენაკში "ქართული ოცნების" ოფისი დააბოქლომეს.

როგორც "კურიერს" "შენების მოძრაობის" სენაკის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა გარუჩავამ  განუცხადა, მან მმართველი პარტიის ოფისს ბოქლომი დღეს დილით დაადო.

"ქართული ოცნება" არის მატყუარა, 7 წელიწადია ხალხს ატყუებენ, ამიტომაც დავადე ბოქლომი," - ამბობს გარუჩავა. 

დაბოქლომების აქცია ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ორი დღის წინ გაიმართა.

დღის ამბები