16 სექტემბერი 2026,   03:20
ვრცლად
"ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" - დაპირისპირება ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებსა და "ოცნების" აქტივისტებს შორის

ხმაური და დაპირისპირება კახეთში. ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობის" წევრებსა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სახელისუფლებო გუნდის ადგილობრივმა ფრთამ ელისაშვილის ახალი კამპანია გააპროტესტა. მათ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს პლაკატები და ბანერები წაართვეს.

 წნორის ბაზარში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა.

 ალეკო ელისაშვილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მაინც ჩატარებს შეხვედრას ხალხთან.

"ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ასე ჰქვია ელისაშვილის და სამოქალაქო მოძრაობის კამპანიას, რომელიც დღეს კახეთიდან იწყება. ალეკო ელისაშვილის გეგმის მიხედვით, მისი მოძრაობა ჩავა ყველა რეგიონში, შეხვდება ადგილობრივებს და ამხელს მაჟორიტარებს. რა გააკეთეს მათ ხალხისთვის, ბოლო 3 წლის განმავლობაში და რა ქონებას ფლობენ დღეს მაჟორიტარები. პირველი შეხვედრა სწორედ წნორში დაიგეგმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარის, ირაკლი შიოლაშვილის წინააღმდეგ.

დღის ამბები