16 სექტემბერი 2026,   04:50
ვრცლად
"აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან"- გორში სტალინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

"კომუნისტური პარტიის" და საზოგადოება "სტალინელის" წევრებმა გორში, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების 140 წლისთავი აღნიშნეს.

კომუნისტური პარტიის წევრები და სტალინის იდეოლოგიის მხარდამჭერები წითელი დროშებით ხელში შეიკრიბნენ სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში და მიტინგი გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნა დღეს იყო "აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან" ასევე დაბრუნდეს სტალინის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქში.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს იმ ადგილამდე სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა და ის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

დღის ამბები