18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
პენიტენციური დაწესებულებები შევარდნაძისდროინდელს დაემსგავსა - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პენიტენციურ სისტემაში სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა.

"მცირეოდენი გამონათება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში პირველი ორი წლის განმავლობაში. რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და უკვე, ნელ-ნელა, ესეც ჩამოიშალა და დაემსგავსა შევარდნაძისდროინდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ანუ, ვერაფერს, ვერცერთ სფეროს ვერ ნახავთ, სადაც შეიძლება რაიმე წინსვლა ყოფილიყო ამ 7 წლის განმავლობაში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის დასკვნაში ციხეებში არსებულ ძალადობრივ გარემოსა და პატიმრებს შორის კლასიფიკაციის არსებობაზეა ყურადღება გამახვილებული.  

ავტორი: ქეთი ზანთარაია
 

დღის ამბები