18 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
"პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო" - ომბუდსმენის ოფისი

"პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში", - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა, დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში კომპლექსურად გაანალიზდა, როგორც სისტემური ასევე, თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

დღის ამბები