18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
"ჰელსი ჯორჯიას" ყოფილი მედ პერსონალი მეორე დღეა შიმშილობს - ექიმები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

"ჰელსი ჯორჯიას" ყოფილი მედ პერსონალი უკვე მეორე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს, ექიმები მე-8 თვეა კუთვნილი ხელფასების დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ იქამდე გააგრძელებენ შიმშილობას ვიდრე კომპანია თითოეულ თანამშრომელს არ აუნაზღაურებს ზარალს.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოლაპარაკება ქალბატონ ნატალია კვანტალიანთან, სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ყველაფერს ყოფილ გენერალურ დირექტორს აბრალებდა, რომელიც მან თვითონვე გაათავისუფლა, სწორედ მას შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა თვითონ მან," - განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა, ვახტანგ ყალიჩავამ.

რაც შეეხება თავად ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, აცხადებს რომ აღნიშნული დავალიანება წინა ხელმძღვანელისაა და თავადაც ელოდება ანაზღაურების დაბრუნებას. 

"იანვრის თვეში ტატუნაშვილი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და მის ნაცვლად შემოვიდა სხვა სამსახური აუდიტები და სამედიცინო ექსპერტები, მათ თავისი დასკვნები დადეს და  ვიცით რომ  საქმე, სისხლის სამართლის საქმის მიმართულებით არის წამორებული, ჩვენ ყველა ველოდებით დავალიანების დაბრუნებას," - აღნიშნა ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ნატალია კვანტალიანმა. 

დღის ამბები