ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
ოპოზიციონერების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ფორმალური პრეზიდენტი და მას პოლიტიკური წონა არ გააჩნია.
როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი აბსურდული თეატრის ერთ-ერთი მთავარი მსახიობია.
"პრეზიდენტმა ისეთი ადამიანები გაათავისუფლა, ვინც არ უნდა შეეწყალებინა, იმის ნაცვლად, რომ სისტემა გამოესწორებინა, გააუარესა სიტუაცია," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი პირია.
"რასაც ჩასძახებს ივანიშვილი, იმას ამოსძახებს ზურაბიშვილი. იყო დანაშაულებრივი შეწყალებები და ასე გაგრძელდება, სოლოლაკის აღმართიდან წამოვა დაკვეთები და პრეზიდენტი ამ დაკვეთებს შეასრულებს," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.