18 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკურნალობა დაგვიანებული გახდა. 

"სამდღიანი ანამნეზით შემოვიდა, ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა. პაციენტი დაგაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა თუმცა ბავშვი გარდაიცვალა.

ღირის გრიპი არ დასტურდება, მწვავე ვირუსული ინფექციის გამო დადგა ეს შედეგი,"- განაცხადა ექიმმა-რეანიმატოლოგმა ოლიკო გახელაძემ.

დღის ამბები