20 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
რუსეთი იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეზე საქართველოსგან თანხმობას ითხოვს

რუსეთის პროკურატურა ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ქართული მხარისგან ჰაკერ იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე თანხმობას ითხოვს.

რუსეთში ორი თვის წინ ექსტრადირებული ჰაკერის ქართველი უფლებადამცველი ივანე ნორაკიძე ამბობს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში ეს კანონის უხეში დარღვევა იქნება.

ადვოკატი მოუწოდებს მინისტრს მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღოს.

"სუმბაევი რუსეთში ექსტრადირებული იყო თითქოსდა 200 დოლარის ქურდობის გამო ბანკომატიდან. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს იყო ტყუილი და მას უპირებდნენ გამომძიებლის მკვლელობისთვის გასამართლებას. ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს რუსთის კანონმდებლობით.

თუკი საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ იუსტიციის მინისტრი გასცემს ნებართვას სუმბაევის გასამართლების თაობაზე, ეს უპირობოდ ნიშნავს, რომ ის დაარღვევს საერთაშორისო ნორმებს და ის სარჩელი, რომელიც ჩვენ გაგზავნილი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებისთვის," - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

 

დღის ამბები