"ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. გამყოფ ხაზთან სიტუაციის გაუარესების გამო შეშფოთებულია," - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
რუდის შეფასებით, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა ჰუმანიტარულ კრიზისს მეტად ამწვავებს.
"მათ შორის შემაშფოთებელია ახალი მავთულხლართების გავლება იმ ადგილებზე, რომელსაც თბილისი დიდი ხანია აკონტროლებს. რა თქმა უნდა ეს ორივე მხარის ჰუმანიტარულ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს და მოსახლეობას ყველა მიმართულებით სიძნელეებს უქმნის.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები ე.წ. დმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და თავისუფალი ცხოვრების საშუალება," - განაცხადა რუდმა.