უზენაესი სასამართლო დღეს გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს გამოიტანს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" სისტემას აბუჩად იგდებს და ცდილობს სამართლებრივი ქმედებები კანონის გვერდის ავლით განახორციელოს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ისტერიკაშია და გიგი უგულავას იგივე საქმეზე მესამედ სვამს ციხეში.
"გიგი უგულავას საქმე ნათლად აჩენს "ქართული ოცნების" სრულ ისტერიკას. რომლებიც მართლაც, კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით გიგი უგულავას ერთი და იგივე საქმეზე, ფატქობრივად მესამედ უშვებენ ციხეში. რაც შეეხება საქმის შინაარსს მართლაც ღიმილის მომგვრელია, რომ უგულავას ედავებოდნენ ხარჯებზე, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" პირობებში გაორმაგებულია,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ, ორი წლის წინ, პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 50 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.