16 სექტემბერი 2026,   03:15
ვრცლად
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა - წულაიას და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

წულაიამ ამ ფორმით ქუთაისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გააპროტესტა.

ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და წულაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა წულაიას შეშა ჩამოართვეს და აუხსნეს, რომ ტროტუარზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება.

"ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა, მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ," - განაცხადა წულაიამ.

დღის ამბები