"ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ" - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. ილაი ლეიკმა მასალა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე მოამზადა. არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ სტატია, მაღალი ალბათობით, დასპონსორებულია.
"არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, "ფრიდომ ჰაუსი" და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან", - უთხრა ლეიკმა "ამერიკის ხმას."