ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გრძელდება. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საზღვაო და ლოგისტიკური საკითხები განიხილება, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
ფორუმის მიზნად საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, "შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერება სახელდება. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ანაკლიაზე კეთდება.
ფორუმში, რომელიც დღეს დაიხურება, 40-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.