19 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
პირები, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთიდან ხორციელდება, ჯანმრთელები არიან - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო დღეს ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს 34-მდე მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 34-ვე პირი, მათი ინფორმაციით, არის ჯანმრთელი, ამიტომ განსაკუთრებულ რეჟიმზე ექიმები არ გადადიან.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი არიან ჯანმრთელი პირები, ამიტომ განსაკუთრებულ რეჟიმზე არ გადავდივართ. ჩვენ გვაქვს სულ 20 ბოქსი და გვყავს გამოცდილი პერსონალი. ამიტომ ამ ქართველების ჯგუფის ჩამოსვლით ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები