18 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორიის ტესტის პასუხები ცნობილია - ოთხი ირანელიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა

ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, კორონავირუსი არ აქვთ. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების თანახმად, მკვლელი ვირუსი გამოირიცხა.

ირანის მოქალაქეებს კლინიკიდან უახლოეს საათებში გაწერენ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის
თენგიზ ცერცვაძის თქმით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"ნახევარი საათის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიისგან პასუხი, მათ არ აღმოაჩნდათ არც კორონავირუსი და არც პნევმონია. დიდი ალბათობით მათ დღის ბოლოს გავწერთ კლინიკიდან,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები