18 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
მოქალაქემ ჯერ ჩვენი მიმართულებით გაისროლა, შემდეგ კი დანით დამჭრა - ბაღდათში პოლიციელი შემთხვევას იხსენებს

პოლიციელმა, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს, "კურიერთან" მომხდარის დეტალები გაიხსენა. 

პოლიციელის თქმით, მათთან შეტყობინება მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით შევიდა. როგორც სამართალდამცველი იხსენებს, მამაკაცი ნასვამი და აგრესიული იყო, პოლიციელების მიმართულებით გაისროლა, ხოლო დაკავებისას მისი დანით დაჭრა მოახერხა.

"შემოგვივიდა შეტყობინება სოფელ ხანიდან მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას ჩვენ დაგვხვდა ნასვამი მოქალაქე, რომელმაც გამოხატა აგრესია ჩვენ მიმართ და განახორციელა გასროლა ჩვენი მიმართულებით. დაკავებისას მომაყენა დაზიანება თან ნაქონი დანით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავაკავეთ და გადმოვიყვანეთ სამმართველოში. სამედიცინო დახმარება, რა თქმა უნდა, დამჭირდა, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას, არ შემიწყვეტია,"- განაცხადა პოლიციელმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში 48 წლის პირი დააკავეს.

დღის ამბები