02 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემზღუდავ რეზოლუციას ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემზღუდავ რეზოლუციას ვეტო დაადო.

დონალდ ტრამპი რეზოლუციას შეურაცხმყოფელსა და სახიფათოს უწოდებს.

დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმართვა ეკრძალება.

კონგრესის ორივე პალატამ რეზოლუცია მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.

დღის ამბები