02 მაისი 2024,   09:33
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარება - პოლონეთის სეიმმა მთავრობის კანონოპროექტს მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სეიმმა, მთავრობის მიერ შეტანილ კანონოპროექტს, საპრეზიდენტო არჩევნების ფოსტით ჩატარების შესახებ, მხარი დაუჭირა.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში კვირას, 10 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა დათქმულ დროს აღარ გაიმართება.

პანდემიის გამო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას სურს, რომ არჩევნები ფოსტის საშუალებით ჩაატაროს, ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ ამ გზით ჩატარებული არჩევნები არ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი.

დღის ამბები