08 სექტემბერი 2026,   08:23
ვრცლად
პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ, მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას 2020 წლის შემოდგომაზე შეძლებენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, აღნიშნული გამოცდის ჩაბარებას 2020 წლის შემოდგომაზე შეძლებენ.

"ის მასწავლებლები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათთვის  ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და მათი გამოცდა საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით ჩატარდება შემოდგომაზე. მათ უფლება მიეცემათ და სკოლის ადმინისტრაცია ხელშეკრულებას გაუფორმებს 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

დღის ამბები