24 სექტემბერი 2020,   19:29
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

დაიკითხნენ სხვა პირებიც, თუმცა მედიასთან განმარტებები მხოლოდ უფლებადამცველებმა გააკეთეს. ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მთავარმა მოწმემ ამოიცნო მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც შემთხვევის ღამეს "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იჯდა. 

"ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ტოიოტა კამრის მარკის მანქანაში იჯდა. ამას ჩვენ არც უარვყოფთ და ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტულად ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს პიროვნება არჩილ გაგნიძე, მაგას ვერ დაგიდასტურებთ,"-განაცხადა არჩილ კობაიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

არ არის გამორიცხული, მოწმეების გამოკითხვის პროცესი დღესაც გაგრძელდეს. 

დღის ამბები